თუ დაინტერესდით გალფის კორპორატიული მომსახურებით, დაგვიტოვეთ თქვენს შესახებ ინფორმაცია და ჩვენი წრმომადგენელი დაგიკავშირდებათ უახლოეს პერიოდში.

სარგებლობთ თუ არა საწვავის კორპორატიული შესყიდვით?

ხშირად დასმული კითხვები

საწვავის კორპორატიულად შესყიდვის დროს მოქმედებს თუ არა ფასდაკლებები?

ნებისმიერი პირი, ვინც შეიძენს ერთიანად მინიმუმ 100 ლიტრ საწვავს ტალონების ან ბარათების მეშვეობით, ისარგებლებს მისთვის ინდივიდუალურად განკუთვნილი ფიქსირებული ფასდაკლებით.

ვადიანია თუ არა ბარათები და ტალონები?

ტალონების ვადა განისაზღვრება 6 თვით, ხოლო საბარათე სისტემის ერთ-ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ნაყიდი საწვავი უვადოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ.

რითი უზრუნველყოფთ იმას, რომ კომპანიის მიერ ნაყიდი საწვავის არაკეთილსინდისიერად გამოყენება არ მოხდება?

საბარათე სისტემა Gulf Card შემუშავდა სწორედ იმ მიზნით, რომ კომპანიებს მივცეთ ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა მათ მიერ შეძენილი საწვავის გამოყენება. მაქსიმალური კონტროლი ხდება მანქანის სახელმწიფო ნომრების მითითებით.

როგორ და სად შეიძლება ავიღოთ Gulf Card-ი?

სასურველი რაოდენობის ბარათების შეკვეთა სრულიად უსასყიდლოდ არის შესაძლებელი როგორც საიტიდან – ონლაინ, ასევე ნებისმიერ კორპორატიული მომსახურების სერვის ცენტრში. სავარაუდო მოცდის პერიოდი შეკვეთიდან 3 სამუშაო დღე.

გაქვთ თუ არა საწვავის მიტანის სერვისი და შეგიძლიათ თუ არა რეზერვუარის ინსტალაცია?

საბითუმო შესყიდვის დროს საწვავის ტრანსპორტირება ხდება გალფის უახლესი ბრენდირებული საწვავმზიდებით. მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში შეგვიძლია მობილური რეზერვუარის დამონტაჟება, ასეთ დროს გალფის ტექნიკური ჯგუფი ადგილზე ვიზიტის საფუძვლად გასცემს კონკრეტულ რეკომენდაციებს.

რა განსხვავებაა Gulf Card-სა და Gulf Club ბარათებს შორის?

Gulf Card –  არის ბიზნეს ბარათი, რომელის საშუალებას აძლევს მცირე საშუალო და მსხვილ ორგანიზაციებს მართონ საკუთარი საწვავის მოხმარება ეფექტურად, მიიღონ ყოველ შესყიდვაზე ფიქსირებული ფასდაკლება და დისტანციურად მართონ მარაგები.

Gulf Club – არის მომენტალური ფასდაკლების ბარათი, განკუთვნილი ფიზიკური პირებისთვის, რომელსაც აქვს ასევე ქულების დაგროვების მექანიზმი. მისი აღება შესაძლებელია გალფის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე.

თბილისის სერვის ცენტრი

22 ირაკლი აბაშიძის ქ. თბილისი, 0179

ბათუმის სერვის ცენტრი

ბთუმი, ადლიის დასახლება

ხაშურის სერვის ცენტრი

ხაშური, სტალინის ქუჩა

ლაგოდეხი სერვის ცენტრი

ქალაქი ლაგოდეხი

ავჭალის სერვის ცენტრი

წყალსადენის ქუჩა N13

აღმაშენებლის სერვის ცენტრი

აღმაშენებლის ხეივანი (თეგეტა მოტორსის მიმდებარე აგს)

კახეთის გზატკეცილი

კახეთის გზატკეცილი, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ 1008, აგს

რუსთავის სერვის ცენტრი

რუსთავი, მეგობრობის ქ.

ქუთაისის სერვის ცენტრი

ქუთაისი, ჭავჭავაძის N7

ბათუმის სერვის ცენტრი

ბათუმი, ლერმონტოვის 105

ზუგდიდის სერვის ცენტრი

ზუგდიდი, სოფელი ჭითაწყარი

თელავის სერვის ცენტრი

თელავი, დავითაშვილის ქ.N2 აგს

ხობის სერვის ცენტრი

ხობი, სოფელი პატარა ფოთი

ახალციხის სერვის ცენტრი

ახალციხე, თამარაშვილის ქუჩა

მარნეულის სერვის ცენტრი

მარნეული, 26 მაისის ქუჩა