გალფის კორპორატიული მომსახურებით დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
კორპორატიული გაყიდვების სერვის ცენტრი
22 ირაკლი აბაშიძის ქ. თბილისი, 0179
ტელეფონი: +(995 32) 249 64 45
ცხელი ხაზი: *0008
ხშირად დასმული კითხვები
საწვავის კორპორატიულად შესყიდვის დროს მოქმედებს თუ არა ფასდაკლებები?
ნებისმიერი პირი, ვინც შეიძენს ერთიანად მინიმუმ 100 ლიტრ საწვავს ტალონების ან ბარათების მეშვეობით, ისარგებლებს მისთვის ინდივიდუალურად განკუთვნილი ფიქსირებული ფასდაკლებით.
ვადიანია თუ არა ბარათები და ტალონები?
ტალონების ვადა განისაზღვრება 6 თვით, ხოლო საბარათე სისტემის ერთ-ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ნაყიდი საწვავი უვადოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ.
რითი უზრუნველყოფთ იმას, რომ კომპანიის მიერ ნაყიდი საწვავის არაკეთილსინდისიერად გამოყენება არ მოხდება?
საბარათე სისტემა Gulf Card შემუშავდა სწორედ იმ მიზნით, რომ კომპანიებს მივცეთ ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა მათ მიერ შეძენილი საწვავის გამოყენება. მაქსიმალური კონტროლი ხდება მანქანის სახელმწიფო ნომრების მითითებით.
როგორ და სად შეიძლება ავიღოთ Gulf Card-ი?
სასურველი რაოდენობის ბარათების შეკვეთა სრულიად უსასყიდლოდ არის შესაძლებელი როგორც საიტიდან – ონლაინ, ასევე ნებისმიერ კორპორატიული მომსახურების სერვის ცენტრში. სავარაუდო მოცდის პერიოდი შეკვეთიდან 3 სამუშაო დღე.
გაქვთ თუ არა საწვავის მიტანის სერვისი და შეგიძლიათ თუ არა რეზერვუარის ინსტალაცია?
საბითუმო შესყიდვის დროს საწვავის ტრანსპორტირება ხდება გალფის უახლესი ბრენდირებული საწვავმზიდებით. მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში შეგვიძლია მობილური რეზერვუარის დამონტაჟება, ასეთ დროს გალფის ტექნიკური ჯგუფი ადგილზე ვიზიტის საფუძვლად გასცემს კონკრეტულ რეკომენდაციებს.
რა განსხვავებაა Gulf Card-სა და Gulf Club ბარათებს შორის?
Gulf Card – არის ბიზნეს ბარათი, რომელის საშუალებას აძლევს მცირე საშუალო და მსხვილ ორგანიზაციებს მართონ საკუთარი საწვავის მოხმარება ეფექტურად, მიიღონ ყოველ შესყიდვაზე ფიქსირებული ფასდაკლება და დისტანციურად მართონ მარაგები.
Gulf Club – არის მომენტალური ფასდაკლების ბარათი, განკუთვნილი ფიზიკური პირებისთვის, რომელსაც აქვს ასევე ქულების დაგროვების მექანიზმი. მისი აღება შესაძლებელია გალფის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე.